19 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
რუსეთს არ მოსწონს, როდესაც პროდასავლურ მედიას რუსეთ-საქართველოს პოტენციური ურთიერთობების გასანადგურებლად იყენებენ - ლავროვი "რუსთავი2"-ზე

რუსეთს არ მოსწონს, როდესაც პროდასავლურ მედიას რუსეთ-საქართველოს პოტენციური ურთიერთობების გასანადგურებლად იყენებენ - ეს განცხადება, სერგეი ლავროვმა „კურიერის“ შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, რომელიც გუშინდელ ინტერვიუში „რუსთავი 2“-ის დასჯას ითხოვდა საქართველოს ხელისუფლებისგან, დღეს ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.

„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, საქართველოში ახლახან განვითარებულ მოვლენებზე, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხება, ამის შესახებ განცხადება გააკეთა ჩვენმა პრეზიდენტმა, ჩვენმა უწყებამაც, ვერაფერს დავამატებ, ჩვენ გვინდა ვიყოთ ქართველი ხალხის მეგობრები და არ მოგვწონს, როდესაც იყენებენ სხვადასხვა მედიას, პროდასავლური მედიის ჩათვლით, რუსეთ-საქართველოს პოტენციური თანამშრომლობის გასანადგურებლად,“ - განაცხადა ლავროვმა.

დღის ამბები