სტრასბურგის მიერ "რუსთავი 2"-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. ჰაიკო მაასი მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს. გერმანიის პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.
„საქართველო გერმანიის მნიშვნელოვანი პარტნიორია და რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებიც პოლიტიკურ ღირებულებებს შეეხება. რა თქმა უნდა, ამ ღირებულებების ნაწილია მედიის თავისუფლება. კარგი ურთიერთობების შენარჩუნება მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, როდესაც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება, ამ თემებს სათანადო ყურადღება მიექცეს. აქვე უნდა დავამატო -მოხარული ვარ იმით, რომ ბოლო კვირეებში მოხერხდა რუსეთის დაბრუნება ევროსაბჭოში, რაც წინაპირობას ქმნის იმისთვის, რომ იმ უთანხმოების შემდეგ, რაც მანამდე გვქონდა, რუსეთს მიეცა შესაძლებლობა დარჩეს ევროსაბჭოში. მოხარული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგან რუსეთი არის ევროსაბჭოს ნაწილი. ვიცი, რომ ამაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ მთავარია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანით და მისი გადაწყვეტილებებით გვაქვს საშუალება ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ამა თუ იმ ქვეყანაში ის თავისუფლებები, რომლებზეც დღეს აქ ვსაუბრობდით,“ - აცხადებს ჰაიკო მაასი.