„7 წელია, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, „ქართული ოცნება“ ელოდება, როდის გადმოიფორმებს თავის სახელზე ამ ტელევიზიას,“ - ეს განცხადება, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ნინია კაკაბაძემ გააკეთა.
ნინია კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება სარედაქციო პოლიტიკას აუცილებლად შეცვლის.
კაკაბაძე სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტებს მოუწოდებს, რომ კრიტიკული მასალა კვლავ გააშუქონ და გააშუქონ ის საკითხები, რასაც სხვა მაუწყებლები არ აჩვენებენ.
„7 წელია, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, „ქართული ოცნება“ ელოდება, როდის გადმოიფორმებს თავის სახელზე ამ ტელევიზიას, როდის მოახდენს მის განეიტრალებას და როდის იძიებს შურს კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილზე, ნიკა გვარამიაზე და ა.შ. კარგი იქნება, რაღაცნაირად ვიყოთ რაციონალურები, გადავდოთ გვერდზე ემოციები და ახლა უკვე ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ სარედაქციო პოლიტიკა ამ არხზე არ შეიცვალოს, რომელიც ზუსტად ვიცით და დარწმუნებულები ვართ, რომ ახალ მფლობელსაც და ამ ხელისუფლებას ძალიან უნდა და თუ მაინც შეცვლიან, ეს სარედაქციო პოლიტიკა, რაც შეიძლება გავწელოთ დროში,“ - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.