„მე არ მესმის იმ ადამიანების სიხარული, რომელსაც დღეს რაღაც განცდა აქვს, რომ რუსთავი 2"-ს გაუსწორდნენ,“ - ეს განცხადება ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა.
ჩიხრაძის თქმით, ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის დამორჩილებას მუდმივად ცდილობდა.
„როდესაც ეს დავა მიმდინარეობდა ამ ხნის განმავლობაში და დაუფარავი იყო ხელისუფლების ინტერესი "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების, გაჩუმების, გაჩერების თუ სარედაქციო დამოუკიდებლობის შეცვლის თუ ასე შემდგომ, ყველას ავიწყდებოდა ერთი რამ, რომ "რუსთავი 2"-ს ამის კუთვნილებად ჩათვლით, იმის კუთვნილებად თუ ა.შ. ეს არის უპირველეს ყოვლისა ხალხის, იმიტომ, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, რომ ისმენდეს განსხვავებულ აზრს,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.