19 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
„რუსთავი 2“-ში შექმნილი პრობლემებით მოსკოვი კმაყოფილია

„რუსთავი 2“-ში შექმნილი პრობლემებით მოსკოვი კმაყოფილია. ერთადერთი გავლენიანი, პროდასავლური არხის მფლობელის, მენეჯმენტის და მომავალში სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი მედიის და რუსეთის მაღალჩინოსნების აშკარა და ღია კმაყოფილებას იწვევს.

"საქართველოში მთავარი ანტირუსული რუპორი გაჩუმდება" - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა რუსული "ვზგლიადი" სტატიას, რომელიც „რუსთავი 2“-ის გასხვისებას ეხება.

ეს კი სხვა რუსული გამოცემების მთავარი გვერდებია - "რუსთავი 2"-მა გენერალური დირექტორი შეცვალა".... "ნიკა გვარამია თანამდებობაზე აღარ არის." "რუსთავი 2"-ის ახალი დირექტორი პაატა სალიაა" - რუსული მედია ყველაზე კრიტიკული მედიის მფლობელებისა და სარედაქციო პოლიტიკოსს შეცვლის მოლოდინის გამო, დაუფარავი კმაყოფილების გარეშე წერს.

რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი ლეონიდ სლუცკი სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დრით ადრე იმუქრებოდა, რომ 18 ივლისს "რუსთავი 2" დაიხურება.

რუსეთის ხელისუფლებას, რომ თავისი პოლიტიკის გატარების გამო საქართველოში ხელს „რუსთავი 2“ უშლიდა ეს სერგეი ლავროვის ულტიმატუმებიდანაც კარგად გამოჩნდა.

გერმანიაში ვიზიტით მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“- პროქართული არხი უნდა გახდეს.

რუსული სცენარის პირდაპირ განხორციელება, რომ დაიწყო ეს გავრილოვის ვიზიტის შემდეგ ღიად გამოჩნდა. ქვეყანა ყველაზე მასშტაბურმა პროტესტმა მოიცვა, ანტისაოკუპაციო მიტინგი კი ხელისუფლებამ დაარბია და რუსთაველის გამზირზე სისხლი დაღვარა.

„რუსთავი 2“-ის მიმართ თავისი დამოკიდებულება გასულ კვირას თავად რუსეთის პრეზიდენტმაც გამოხატა. მას შემდეგ, რაც პუტინმა კეთილი მეფის როლი მოირგო და სანქციების დასწრებაზე უარი თქვა, ისიც განაცხადა, რომ P.S.-ის წამყვანს არ უჩივლებს.

დღის ამბები