19 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
პროტესტი კალაძეს - დედაქალაქის მერმა რეაბილიტირებული მრგვალი ბაღი შეძახილების ფონზე გახსნა

პარტიზანი მებაღეების პროტესტი კახა კალაძეს - დედაქალაქის მერმა ბარნოვის ქუჩაზე რეაბილიტირებული მრგვალი ბაღი ხმაურის და შეძახილების ფონზე გახსნა. სამოქალაქო აქტივისტებმა გამწვანების არასწორად ჩატარებული სამუშაოები გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა თბილისის მერს 20 ივნისის სისხლიანი ღამეც შეახსენეს. პარტიზან მებაღეებს, სიმბოლურად, ცალი თვალი ჰქონდათ ახვეული.

„აქ ორ რამეს ვაპროტესტებ, პირველი არის, მრგვალი ბაღი როგორ გაკეთდა, მერიამ ყველა კანონი დაარღვია და ამის გამო, შესაძლებელია, სასამართლოშიც ვუჩივლოთ. მეორე, კახა კალაძეს აქვს ფუფუნება, რომ მოითხოვს გახარიას გადაყენება, თუმცა ის აქეთ „აპრავებს“ და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს,“ - განაცხადა „პარტიზანმა მებაღემ,“ ნატა ფერაძემ.

ტენდერთან და მრგვალი ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

„ტენდერი გამოცხადებული იყო, კომპანია შერჩეული იყო, სამწუხაროდ, იმ კომპანიამ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები და შემდეგ მოგვიწია განსხვავებული ფორმით, დაჩქარებული წესით, იმ კომპანიის გაშვება, ხელშეკრულების გაწყვეტა. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასე ხდება, კომპანიები იქცევიან არაკეთილსინდისიერად, რაც, რა თქმა უნდა, ქალაქის ინტერესებს აზიანებს და ხალხის უკმაყოფილებას იწვევს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დღის ამბები