19 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
"ჯერ არ გვაქვს ამაზე კონკრეტული პასუხი," - სალია "რუსთავი 2"-ის საზოგადოებრივ საბჭოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეთავაზებაზე საუბრობს

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების „კურიერის“ და საინფორმაციო დეპარტამენტის სხვა თანამშრომლების შეთავაზებაზე, სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია საუბრობს.

პაატა სალიას თქმით, ამ დრომდე გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული გაიზიარებს თუ არა გუნდის შეთავაზებას. შეთავაზება კი სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის და კრიტიკული საინფორმაციო გამოშვებების ხელშეუხებლობის გრანტად, მედია საბჭოს შექმნას გულისხმობს.

„ჯერ არ დგას ასე საკითხი, რომ კანდიდატურებზე ვისაუბროთ, შეიძლება ჩვენ გვქონდეს რაიმე კონტრწინადადება, შეიძლება რაღაც იყოს მისაღები, რაღაც არ იყოს მისაღები, შეიძლება საერთოდ არ იყოს მისაღები ან სრულად იყოს მისაღები, ჯერ არ გვაქვს ამაზე კონკრეტული პასუხი, დღეს მექნება და აუცილებლად გაგაგებინებთ,“ - განაცხადა სალიამ.

სალიას თქმით, დღის მეორე ნახევარში საკუთარ პოზიციას ინიციატივის ავტორებს გააცნობს.

„დღეს გვექნება ჩვენ შეხვედრა ჟურნალისტებთან, გუნდთან, ვისგანაც მოდის ეს შეკითხვა და ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ ამაზე, დაახლოებით, 4-5 საათისთვის, მანამდე პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით,“ - ამბობს სალია.

მედია საბჭოს ინიციატივის თანახმად, მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან უნდა შეიქმნას „რუსთავი 2“ -ის საზოგადოებრივი საბჭო. შემდეგი შემადგენლობით:

"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" - ეკა გიგაური, საია - სულხან სალაძე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"- გიორგი მშვენიერაძე, "სამართლიანი არჩევნები" - მიხელ ბენიძე, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" - ნატა ძველიშვილი, მედიამკვლევარი - ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და ახალი მფლობელის მიერ შერჩეული ორი წარმოამდგენელი, რომელიც მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში. ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ შეძლოს, იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ პოლიტიკურ კონტენტზე. მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები და პროდიუსერები.

დღის ამბები