19 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
"ერთი თვეა ცალი თვალით გიყურებ და მეორეს აღარასოდეს დავხუჭავ" - პოსტერები თბილისის ქუჩებში

"ერთი თვეა ცალი თვალით გიყურებ და მეორეს აღარასოდეს დავხუჭავ" - ამ წარწერებით პოსტერები თბილისის ქუჩებში გამოჩნდა. 

აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორებმა თბილისის ქუჩებში გავრილოვის ღამიდან ერთი თვის შემდეგ მორიგი გზავნილი გააკეთეს.

დღეს, ზუსტად 30 დღე გადის მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გავრილოვის ვიზიტის და რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოსული მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად დაარბია.

დემონსტრანტები სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით და ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენებით დაშალეს.

დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის 40 მდე ჟურნალისტი, რამდენიმე ადამიანმა, რეზინის ტყვიების სროლის გამო, თვალი დაკარგა.

სწორედ მათი სოლიდარობის ნიშნად იქცა თვალზე ხელაფარებული გოგონა, ერთთვიანი პროტესტის მთავარ სიმბოლოდ.

უკვე ერთი თვეა, რუსთაველის გამზირზე პროტესტი არ წყდება. „სირცხვილია“, - ამ ლოზუნგით ახალგზარდები, გავრილოვის ღამის მთავარი ავტორის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

 

დღის ამბები