19 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
ხალხის ხარჯზე გამდიდრებული მაღალჩინოსნები - ახალციხის მერმა ბიუჯეტიდან საკუთარ კომპანიებს 528 ათას 123 ლარი გადაურიცხა

ხალხის ხარჯზე გამდიდრებული მაღალჩინოსნები - 528 ათას 123 ლარი ახალციხის მერმა ქალაქის ბიუჯეტიდან საკუთარ კომპანიებს გადაურიცხა. ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ზაზა მელიქიძემ ახალციხის გამგებლისა და მერობის თანამდებობაზე ყოფნისას იშოვა.

დოკუმენტებში, რომელიც „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ გაასაჯაროვა, წერია, რომ მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიები ახალციხის მუნიციპალიტეტის ტენდერებში მის გამგებლად არჩევამდე საერთოდ არ მონაწილეობდნენ. 2015 წელს, არჩევის შემდეგ, კი 15 ტენდერი მოიგო. გაიზარდა ამ კომპანიებთან გაფორმებული შესყიდვების რაოდენობაც.

აპრობირებული პრაქტიკა ზაზა მელიქიძის მერად არჩევის შემდეგაც გააგრძელა. მერობის არჩევნების შემდეგ, მელიქიძემ კუთვნილ კომპანიებში დირექტორებად საკუთარი ცოლი და ცოლის ძმა დანიშნა. ორ კომპანიაში წილები დათმო და ცოლის ძმაზე, ხვიჩა ალავიძეზე გადააფორმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ამბობენ, რომ ფაქტი, რომ მერი ორი კომპანიის მმართველად რჩება, კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევაა. მესამე სექტორმა დარღვევების შესწავლა აუდიტის სამსახურს და უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ განყოფილებას მოუწოდა.

კითხვის ნიშნები ასევე ჩნდება ზაზა მელიქიძის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით. ახალციხის მერის 2017-2018 წლის დეკლარაციაში გარკვევით წერია, რომ მერის კომპანიების შემოსავალი 0 ლარს შეადგეს, მაშინ როდესაც, ამავე პერიოდში, "მელიზა" და "მესხეთი XXI" ტენდერებს მუდმივად იგებს და მიწის ნაკვეთებს ყიდულობს.

ის, რომ ქონებრივ დეკლარაციაში ზაზა მელიქიძე ცრუობს, ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ქონების აღმრიცხველ დოკუმენტში კომპანია „ლეგის“ შემოსავალის გასწვრივ ზაზა მელიქიძე 0 ლარს უთითებს, ვადგენთ რომ „ლეგს,“ სადაც სიძე-ცოლისძმის რესტორანი ფუნქციონირებს, მუშაობა არ შუეჩერებია.

იმ შემთხვევაში თუ აუდიტის სამსახურმა ზაზა მელიქიძის მიერ კანონის დარღვევა დაადგინა, ახალციხის საკრებულოს მისი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საკითხის დაყენება შეეძლება.

დღის ამბები