იულია სუსლიაკის ადვოკატი უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება. ის ახლა იულია სუსლიაკს დოკუმენტების მოწესრიგებაში ეხმარება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ იულია სუსლიაკის საქართველოში სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან არშემოშვების მიზეზად, საბუთების მოუწესრიგებლობა დაასახელა. შსს-ს ინფორმაციით, სუსლიაკს არც სამოგზაურო დაზღვევა და არც საკმარისი თანხა არ ჰქონია.
ზურაბ თოდუას თქმით, ახლა სწორედ ამ საბუთებს აწესრიგებენ. თუმცა, მისივე თქმით, სუსლიაკს საკმარისი თანხა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით, როდესაც ის ბაქოდან თბილისში მატარებლით ბრუნდებოდა, მოულოდნელად მატარებელი გააჩერეს.
როგორც "კურიერს" სუსლიაკის მეუღლე უყვება, ორმა უცნობმა პირმა სუსლიაკი მატარებლიდან ჩამოიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. უკრაინელი ქალის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
სუსლიაკი საქართველოში კონსულტაციებისთვის ბრუნდებოდა. იგი ხვალ ბრიფინგის გამართვასაც გეგმავდა, რომელზეც აპირებდა დაესახელებინა ის პირები, ვინც მისი თქმით, საქმეში ჩართული იყო, მას აყალბებდა და სუსლიაკზე ზეწოლას ახორციელებდა.
შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკის საქმე შეწყვეტილი არ არის და ის გამოსაძიებლად სრულად გადაეცა უკრაინის მხარეს. თავად სუსლიაკი კი ამბობს, რომ ის უკრაინაში არ დაბრუნდება, სანამ საქართველოში არ აღადგენს სამართლიანობას და მის შელახულ რეპუტაციას.