გავლენები სასამართლოში და ე.წ. კლანური მმართველობა - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მაია ვაჩაძის გასაუბრება ამ წუთებში გრძელდება.
მაია ვაჩაძეს გასაუბრების დროს კითხვა მიხეილ ჩინჩალაძესთან დაკავშირებით დაუსვეს. კითხვა ჩინჩალაძის გავლენებს შეეხებოდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, ჰქონდა თუ არა გავლენა ჩინჩალაძეს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, მაია ვაჩაძეზე. ამაზე პასუხად კი ვაჩაძემ აღნიშნა, რომ გავლენა არ ჰქონია.
ვაჩაძეს ასევე ჰკითხეს სასამართლოში ე.წ. კლანის არსებობასთან დაკავშირებით, რაზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სასამართლოში ავტორიტეტები ნამდვილად არსებობენ, თუმცა ტერმინი კლანი შეუსაბამოა.
ვაჩაძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება და ამჯერად უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს. მას 24-წლიანი გამოცდილება აქვს. ვაჩაძე უკვე 20 წელია, რაც უზენაეს სასამართლოში მუშაობს.