"დიქტატორები დომინირებენ, მაგრამ ხალხი მთელ მსოფლიოში მათ წინააღმდეგობას უწევს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ვაშინგტონ პოსტი“. ავტორის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ავტოკრატები რეპრესიებს განაგრძობენ და პოპულისტური მოძრაობები იზრდება, იმედისმომცემია ის, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საპირისპირო ტენდენცია გაჩნდა, დაიწყო ხალხთა მოძრაობა ახალი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.
სტატიაში მოყვანილია სუდანის, სლოვაკეთის და მოლდოვის მაგალითები. მათთან ერთად ნახსენებია საქართველოში მიმდინარე მოვლენებიც.
"სახალხო პროტესტის შემდეგ მოლდოვასა და სლოვაკეთს ახალი ლიდერები ჰყავს... რუმინეთში კი, ერთ დროს დომინანტი პოლიტიკოსი ციხეში გაუშვეს. თუმცა ჩეხეთსა და საქართველოში კორუმპირებული და თაღლითური მთავრობების გადაყენების მოთხოვნით მიმდინარე დემონსტრაციებს წარმატებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევიათ," - წერს ავტორი.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ დღეს მსოფლიოსთვის ისტორიული მომენტია და ბევრი რამაა დამოკიდებული შეერთებულ შტატებსა და სხვა ჩამოყალიბებული დემოკრატიების პასუხზე.
"თუ ავტოკრატები დაინახავენ დასავლურ აპათიას ან წმინდა "რეალპოლიტიკას", ჩათვლიან, რომ უამრავი სივრცე აქვთ, გახდნენ იმდენად აუტანელი, რამდენადაც დასჭირდებათ," - წერს
„ვაშინგტონ პოსტი“.