19 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
ვოლსკი: ანონიმურმა წყარომ მითხრა, რომ "რუსთავი 2-ის" გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით სატანისტურ შეკრებებს ატარებს

„ანონიმურმა წყარომ მითხრა, რომ "რუსთავი 2-ის" გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით სატანისტურ შეკრებებს ატარებს,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

გიორგი ვოლსკი ამ განცხადებით "რუსთავი 2-ის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. დეპუტატი სამაუწყებლო კომპანიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ეთერში გახმოვანებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, მან კოლეგებთან ერთად ბიძინა ივანიშვილისგან მორჩილების სანაცვლოდ შავი ფული აიღო.

"ამასწინათ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, რაღაც ანონიმურ წერილზე თუ წყაროზე დაყრდნობით, რომ მე და ჩემი კოლეგები შავ ფულს ვიღებთ ბიძინა ივანიშვილისგან, რაღაცის, მორჩილების თუ მესიჯების განმეორების სანაცვლოდ, რაც არის სიბინძურე, გარდა იმისა, რომ არ არის სიმართლე.

"ასეთივე წარმატებით შემიძლია, ვთქვა, რომ ანონიმურმა წყარომ მითხრა, რომ “რუსთავი 2-ის" გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით ატარებს სატანისტურ შეკრებებს და შავი კატის წინაშე იფიცებს, რომ ერთმანეთს არ უღალატებენ და ბოლომდე დადგებიან ამ ბრძოლაში. ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა, გავავრცელო, რომ მქონდეს შესაბამისი მედიასაშუალება, როგორც ეს “ნაციონალურ მოძრაობას” გააჩნია”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გარდა ამისა, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ არ აინტერესებს, ვინ არის სამაუწყებლო კომპანიის მფლობელი.

დღის ამბები