19 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში - ზელენსკის პარტია ხმათა უმრავლესობით ლიდერობს

უკრაინა ახალ პარლამენტთან ერთად ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს. ვადამდელ არჩევნებში პრეზიდენტის პარტია "ხალხის მსახური" ლიდერობს და, სავარაუდოდ, უმრავლესობის მოპოვებას დამოუკიდებლად შეძლებს. ამ დროისთვის ბიულეტენების 75 პროცენტია დათვლილი და ვლადიმერ ზელენსკის პოლიტიკურ გუნდს მოსახლეობის 42,76 %-ის მხარდაჭერა აქვს. სავარაუდოდ, ხალხის მსახური 247 მანდატს მიიღებს. შედეგებით პრეზიდენტი კმაყოფილია. ვლადიმერ ზელენსკი არ აკონკრეტებს, ვინ იქნება მთავრობის ხელმძღვანელი, მაგრამ შერჩეული აქვს კრიტერიუმები. ის პოლიტიკაში ახალი სახე და პროფესიით ეკონომისტი უნდა იყოს.

ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელთანაც ვლადიმერ ზელენსკი საჭიროების შემთხვევაში კოალიციის შექმნას განიხილავს როკჯგუფ ოკეან ელზის სოლისტის სვიატოსვლავ ვაკარჩუკის "ხმაა". მუსიკოსის ახალშექმნილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ამომრჩეველთა ხმების 6,38 % დააგროვა.

პარლამენტში კიდევ სამი პოლიტიკური გაერთიანება იქნება წარმოდგენილი, პრორუსული ოპოზიციური პლატფორმა „სიცოცხლისთვის“ 13%-ით, პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“ და იულია ტიმოშენკოს „ბატკივშჩინა“ 8-8 პროცენტით. დანარჩენმა პარტიებმა 5-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს.

მიხეილ სააკაშვილის "ახალი ძალების" მოძრაობამ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოუწოდა საკუთარ მხარდამჭერებს, ხმა ვლადიმერ ზელენსკის პარტიისთვის მიეცათ. თავად კი ვადამდელი ადგილობრივი არჩევნებისთვის მომზადებას შეუდგა, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები