19 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
დამღლელია ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებასა და მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი - მაია ცქიტიშვილი

„დამღლელია ძალიან უკვე ქალბატონი ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებასა და მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი,“ - ეს განცხადება ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.

ცქიტიშვილის თქმით, ეკა ბესელიას მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბარი დამღლელია და თუ „ოცნებიდან“ წასულ დეპუტატს რაიმე სახის ინფორმაცია აქვს, შეუძლია, გამოძიებას მიაწოდოს.

„დამღლელია ძალიან უკვე ქალბატონი ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებასა და მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი და მუდმივად ამის დღის წესრიგში ქონა. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამას ყველაფერს გაეცა, ჰქონდა შესაბამისად გამოძიებასაც საშუალება, მასაც ჰქონდა საშუალება, რომ გამოძიებას მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რომელიც მის ხელთ არის არსებული და ყველაფერი დანარჩენი არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები