19 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
"მან გასცა ბრძანება აქციის დარბევის," - ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებზე, ივანიშვილის გამოკითხვას ითხოვს

ირაკლი ოქრუაშვილს დღეს საქალაქო სასამართლოში ელოდებიან. "გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დაიკითხება. საუბარია 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე. მანამდე ირაკლი ოქრუაშვილმა ოპოზიციის სხვა ლიდერების მსგავსად უარი თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე. ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამართალდამცველებისგან ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას ითხოვს და დარმწუნებულია, რომ საერთშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გარეშე გისოსებს მიღმა გაცილებით მეტი პოლიტიკოსი იქნებოდა.

"მთავრი არის ერთი რამ, ნომერ პირველი ადამიანი, ვინც ამ საქმეზე 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად უნდა დაიკითხოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ურცხვად აცხადებს, რომ თითქოს იმ ღამეს ეძინა და არაფერი არ იცოდა რა ხდებოდა. არავის არ სჯერა ამ ზღაპრების, მან მშვენივრად იცოდა რა ხდებოდა და მან გასცა ბრძანება აქციის დარბევის,"-აცხადებს ოქრუაშვილი.

"კურიერის" კითხვაზე, არსებობს თუ არა ოქრუაშვილის დაპატიმრების საქმე, ყოფილი მინისტრი პასუხობს:

"არ ვიცი ვნახოთ, მაგათ თავში რა მოიხარშება მე ვერ გეტყვით, თუმცა აბსოლუტურად არაადეკვატურები რომ რიან, ეს ნათლად ჩანს."

დღის ამბები