გამაოგნებელს უწოდებს განსაკუთრებით ქალისგან, ეკა ბესელია მასთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილის გაკეთებულ კომენტარს.
"დღემდე ვინარჩუნებ ეთიკურობას და არ ვსაუბრობ ბევრ რამეზე და მართლა ფიქრობს ვინმე თქვენგან, რომ სულ ესაა ყველაფერი??? აი ეს კომენტარი იყო ყველა კომენტარს შორის მდაბიო და სამარცხვინო ...." - წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარების მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ „ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია.“