19 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
შალვა თადუმაძეს სახელმწიფო და სამართლის ზოგად ისტორიაში 3-იანი გამოყვა - "კურიერმა" დიპლომი მოიპოვა

„კურიერმა“ მოიპოვა გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომი. დოკუმენტს დიდი ხანია, საზოგადოება ეძებს, ვინაიდან მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორი გახდა, გარკვეული ეჭვების გამო, არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა პროკურატურას, რომ დიპლომის ასლი გადაეცათ, როგორც საჯარო ინფორმაცია, თუმცა უშედეგოდ.

დიპლომის მიხედვით, შალვა თადუმაძეს დამთავრებული აქვს "თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი." დოკუმენტში გარკვეული უზუსტობებია წლებთან დაკავშირებით. ნიშნების ფურცელში მითითებულია, რომ 1993-1998 წლებში ამ ინსტიტუტში სწავლობდა შალვა თადუმაძე, თუმცა ოფიციალურად ინსტიტუტი დაარსებულია და ლიცენზია მიღებული აქვს 1994 წელს.

ნიშნების ფურცლის მიხედვით, შალვა თადუმაძეს სახელმწიფო და სამართლის ზოგად ისტორიაში სამიანი (დამაკმაყოფილებელი) გამოყვა.

უკვე 2 საათია, იუსტიციის საბჭოს წევრების შეკითხვებს საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პასუხობს. ახლო წარსულში ივანიშვილის პირადი ადვოკატი ერთ-ერთია იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები