19 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
არ ვთვლი, რომ არ იყო ეთიკური - მაია ცქიტიშვილი ბესელიასთან დაკავშირებით, საკუთარ განცხადებას აფასებს

რეგიონალური განვითარების მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ეკა ბესელიას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაზე პასუხის გაცემის საჭიროებას ვერ ხედავს. ცქიტიშვილის თქმით, ბესელიასთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მან საკუთარი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა.

„მე ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ ვთვლი საჭიროდ, რომ რაიმე პოლემიკაში უნდა შევიდე, ან რაიმე კომენტარი უნდა გავაკეთო.  არ ვთვლი, რომ არ იყო ეთიკური, არ ვაპირებ განმარტებას. ამ თემასთან დაკავშირებით მე ძალიან ბევრი კომენტარი გავაკეთე ბევრი თვის განმავლობაში და მე მგონია, რომ ჩემი ყველა კომენტარი იყო საკმაოდ ამომწურავი,“- განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარების მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია. ამ განცხადებას ეკა ბესელიას „ფეისბუქ პოსტი“ მოჰყვა, სადაც ის ცქიტიშვილის განცხადებას მდაბიოს  და სამარცხვინოს უწოდებს.

დღის ამბები