19 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
პრეზიდენტი გმობს ნებისმიერ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადამიანის მიმართ - ხატია მოისწრაფიშვილი

პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიუღებელია პრეზიდენტისთვის - ასეთია ქვეყნის პირველი პირის პრესსპიკერის განმარტება, რომელიც ეკა ბესელიას საქმეზე შსს-ის გამოძიების შედეგებს მოჰყვა. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში მსგავსი ქმედება პრეზიდენტის მიერ აღიქმება, როგორც ბულინგი.

 „საქართველოში პირადი ცხოვრების უფლება უნდა იყოს დაცული, უპირობოდ, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი გმობს ბულინგის ნებისმიერი გამოვლინებას. პრეზიდენტი გმობს ნებისმიერ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადამიანის მიმართ. მნიშვნელობა არ აქვს ეს ქალის მიმართ არის თუ მამაკაცის. ფსიქოლოგიური ზეწოლა უნდა იყოს გამორიცხული,“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

შსს-მ დღეს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაუსწრებლად ორი პირი პასუხისგებაში მისცა.  უწყების ინფორმაციით, დანაშაულის შემცველი კადრები მკვლელობისთვის ამჟამად პატიმრობაში მყოფმა დამნაშავემ სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაავრცელა. შსს-ის ცნობით, აღნიშნული კადრები კი დ.ა.-მ რუსეთის მოქალაქისგან მიიღო. 

​ 

ამავე თემაზე
დღის ამბები