19 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
ივანიშვილი ახლა შიშველი მეფესავითაა, რომელსაც აღარაფერი დარჩენია სათქმელი - უგულავა

„ივანიშვილი არის ახლა შიშველი მეფესავით, რომელსაც აღარაფერი აღარ დარჩენია სათქმელი,“ - ეს განცხადება ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ გააკეთა.

გიგი უგულავა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას ეხმაურება და ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება უკანონოდ მოქმედებს.

„ამ ხელისუფლებას, როდესაც რაღაც ინტერესი აქვს, ნებისმიერ უკანონობას ხუთ წუთში გამოგიცხობთ, ასეთი იყო ის გადაწყვეტილებაც იმიტომ, რომ შეეძლოთ, დალოდებოდნენ. ივანიშვილი არის ახლა შიშველი მეფესავით, რომელსაც აღარაფერი აღარ დარჩენია სათქმელი, გადასაბრალებელი, აქამდე 7 წელი იძახდა, რომ მგელი მოდის, მგელი და მგლის მასპინძელი "რუსთავი 2" იყო მისთვის, ეს კონსტრუქცია დაინგრა და ამის მიღმა დარჩნენ ადამიანები ცარიელი მაცივრით და შეჰყურებენ ამ გადაღებილ ლურჯ მელიას, რომელიც არაფრის გამკეთებელი აღარ არის,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები