19 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ზარდიაშვილის შემდეგ უმავლესობის სხვა წევრებიც მიანიშნებენ, რომ ეკა ბესელია "რუთავი 2-ის" ინფორმატორი იყო

ვანო ზარდიაშვილის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ალაპარაკდნენ იმ სხდომაზე, სადაც მათივე ინფორმაციით, დაისვა კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით, რომელშიც, სავარაუდოდ, ეკა ბესელია იყო ჩართული. თავდაპირველად, ამ საკითხზე საუბარი ვანო ზარდიაშვილმა დაიწყო. მან თქვა, რომ "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს ეკა ბესელია აწვდიდა კულუარულ ინფორმაციას.

ამ ეჭვის საფუძველი კი ზარდიაშვილმა იმით ახსნა, რომ უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად კითხვები დაისვა ეკა ბესელიასთან მიმართებაში კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, გარეთ სხვა საკითხები გამოვიდა, ეკა ბესელიას შესახებ კი ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევა არ დაფიქსირდა, რამაც მას ეჭვი გაუჩინა, რომ ნოდარ მელაძეს ინფორმაციას სწორედ ბესელია აწვდიდა.

ზარდიაშვილის შემდეგ ამავე სხდომის დეტალებზე უმრავლესობის სხვა წევრებიც ალაპარაკდნენ. სოფო კილაძის განცხადებით ასეთ ფაქტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა, როდესაც ეკა ბესელია კორუფციაში დაადანაშაულეს, თუმცა ეს ინფორმაცია გარეთ არ გამოსულა.

სოფო კილაძე-ის სურათის შედეგი„მე ნამდვილად ვადასტურებ, რომ იყო კითხვის ნიშნები უმრავლესობის ერთ-ერთ შეხვედრაზე დასმული ამ კონკრეტული პირის მიმართ კორუფციასთან დაკავშირებით და ეს საკითხი არ გამოვიდა გარეთ. სხვადასხვა საკითხი, რომელიც იმავე შეხვედრაზე იყო დაფიქსირებული, ის საკითხები გარეთ გამოვიდა. რა თქმა უნდა, ბუნებრივად ისმის კითხვის ნიშანი, ვის აწყობდა, რომ ეს თემა არ გამოსულიყო გარეთ და, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი არის ცალსახა,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

კონკრეტული განცხადებებისგან თავი შეიკავა დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, ის უმრავლესობის შიგნით განსახილველ საკითხებზე გარეთ არ საუბრობს.

დავით მათიკაშვილი-ის სურათის შედეგი„მე წვრილმანებში არ შევალ, მე დარწმუნებული ვარ, თქვენ მას დაუსვამთ ამ კითხვას. თვითონ გასცეს პასუხი. ის საკითხები, რომელიც უმრავლესობის შიგნით იხილება, ეს არის უმრავლესობის შიგნით განსახილველი საკითხი და მე მას გარეთ არ გავიტან,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საუბარია იმ ცნობილ უმრავლესობის სხდომაზე, როდესაც კულუარულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას ბოდიში მოუხადა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები