ყველაფერზე წამსვლელები არიან, ყველაფერზე ხელმომწერები არიან, ყველაფრის მთქმელები არიან - ასე ეხმაურება ლევან გოგიჩაიშვილი ვანო ზარდიაშვილის განცხადებას, რომ ეკა ბესელია ვირთხაა და ის კულუარულ ინფორმაციას აწვდიდა "რუსთავი 2-ს". ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ვანო ზარდიაშვილი გატუტუცებული ადამიანია.
„ეს არის უზრდელობა, გატუტუცებული, გათავხედებული კაცის სიტყვები არის. ამას რომ ლაპარაკობ შენ კოლეგა ქალზე და პრეტენზია გაქვს, უკვე აღარაფერში აღარ ზიხარ. ფსკერის ქვემოთ არის, ფსკერის ქვემოთ ადამიანებზე მე არ ვაკეთებ კომენტარს,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მან ასევე არაკორექტული და არაკოლეგიალური უწოდა ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე ეკა ბესელიას საუბარმა დაღალა.