19 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
რამდენად შესაძლებელია, ფარული ჩანაწერი გამოყენებულ იქნას გადაწყვეტილების მხრივ, როგორც მტკიცებულება? - ბონდარენკოს კითხვა თავაძეს

„რამდენად შესაძლებელია ზოგადად, ფარული ჩანაწერი გამოყენებულ იქნას გადაწყვეტილების მხრივ, როგორც მტკიცებულება?" - ამ კითხვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირაკლი ბონდარენკომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ზაზა თავაძეს მიმართა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრება მიმდინარეობს, ირაკლი ბონდარენკოს კითხვა ფარულ ჩანაწერს და აღნიშნული მასალის მტკიცებულებად გამოყენებას შეეხებოდა.

„მინდა, თქვენი აზრი მოვისმინო, უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს მიღებული ფარული ჩაწერის გზით მოპოვებულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ფარული ჩანაწერი, როგორც მტკიცებულება, არ შეიძლება გამოდგეს კონკრეტული, რაღაც, ფაქტის დადასტურების ან უარყოფის მიმართულებით. აქვე, უზენაესმა სასამართლომ დაუშვა და თქვა, რომ გააჩნია, რა უფლებაზეა საუბარი, რის მტკიცებასთან არის მიმართული ეს მტკიცებულებაო  - ეს არის კერძო  სფეროს მიკუთვნებული ინტერესი თუ ინ არის ინტიმური სფეროს მიკუთვნებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი. მე მაინტერესებს, რამდენად არის კონსტიტუციურ ჭრილში, რამდენად შესაძლებელია ზოგადად, ფარული ჩანაწერი გამოყენებულ იქნას გადაწყვეტილების მხრივ, როგორც მტკიცებულება?" - მიმართა ირაკლი ბონდარენკომ ზაზა თავაძეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე კი ზაზა თავაძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

„ეს ზუსტად, ის მოცემულობაა, სადაც, სამწუხაროდ, მე თავი უნდა შევიკავო. თუ მომეცემა საშუალება და გავხდები უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და მივალ ამ საქმემდე მერე შეიძლება ვიფიქრო მოსამართლის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებაზე", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

დღის ამბები