19 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
ზურაბ ადეიშვილმა დაინახა ჩემი პროფესიონალიზმი - ზაზა თავაძე

ზურაბ ადეიშვილმა დაინახა ჩემი პროფესიონალიზმი - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრებისას განაცხადა.

ამ წუთებში თავაძესთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება მიმდინარეობს, მას შეკითხვა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ზურაბ ადეიშვილთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის შესახებ დაუსვა.

ზაზა თავაძის თქმით, ზურაბ ადეიშვილმა მისი პროფესიონალიზმი დაინახა.

„ჩემი ექსკლუზიური ვალდებულება იყო, რომ უნდა წარმომედგინა პროკურატურა საერთო სასამართლოებში. ეს იყო ჩემი კარიერული წინსვლის მთავარი ქვაკუთხედი. ადეიშვილს არ ვიცნობდი. პირველ ინსტანციის მოსამართლეებმა როდესაც ნახეს, როგორი წარმომადგენელი ვიყავი, შემდეგ შეხვედრებზე და ღონისძიებებზე პროკურორთან თქვეს: რა კარგი წარმომადგენელი ჰყავს პროკურატურას. მეორე ინსტანციის სასამართლომაც იგივე თქვა, მესამე ინსტანციის სასამართლომაც… ზუსტად ამან გამოიწვია შემდეგ ის, რომ ადეიშვილმა დაინახა ჩემი პროფესიონალიზმი და დამნიშნა კადრების უფროსად. ამის შემდეგ იყო ის, რომ კიდევ უფრო დავწინაურდი და გავხდი იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2010 წელს, მე ვფიქრობ, რომ გამიმართლა და აღმოვჩნდი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე”, – განაცხადა ზაზა თავაძემ.

ამას გარდა, ზაზა თავაძეს კითხვები დაუსვეს, მათ შორის, "რუსთავი 2-ის" საქმეზე, მარიხუანას ლეგალიზებასა თუ სასამართლოში ნათესაურ კავშირებსა და გავლენებზე.

დღის ამბები