იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესს რამდენიმე დღეა, საბჭოს არამოსამართლე წევრები პროტესტის ნიშნად ტოვებენ. ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა სხდომა დღესაც დატოვეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უკმაყოფილება გასაუბრების დრომ გამოიწვია, რადგან მათი თქმით, პროცესი არასამუშაო საათებში მიმდინარეობს. რის გამოც, გასაუბრების პროცესი იუსტიციის საბჭოს ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს უსმენენ. საბჭოში დღეს გასაუბრება გაიარა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ.