19 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
"სირცხვილია" - პარლამენტის წინ აქცია განსხვავებულ ფორმატში უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს

"სირცხვილია" - პარლამენტის წინ აქცია განსხვავებულ ფორმატში უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს. უწყვეტი პროტესტის 34-ე დღეს რუსთაველზე სატელევიზიო სტუდიაა მოწყობილი და ორგანიზატორები ამ სტუდიაში 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენებზე მსჯელობენ.

სტუდიის დღევანდელი სტუმრები კი პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი, ეკა ბესელია და ბექა ბასილაია არიან, რომელიც 19 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

სისხლიანი ღამის შემდეგ მოქალაქეები ერთ თვეზე მეტია, ყოველდღიურად იკრიბებიან თბილისის მთავარ გამზირზე და გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

დღის ამბები