19 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ყველას გვაწუხებს სამართლიანობის დეფიციტი, უსამართლობის განცდა, უთანასწორობა - ეკა ბესელია

34 დღე უწყვეტი პროტესტი - რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ერთ თვეზე მეტია, არ იცვლება.

პარლამენტის წინ აქცია კვლავ განსხვავებულ ფორმატში გაიმართა. უწყვეტი პროტესტის 34-ე დღეს რუსთაველზე სატელევიზიო სტუდიაა გუშინდელის მსგავსად მოეწყო და ორგანიზატორებმა სტუმრებთან ერთად 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენებსა და ქვეყანაში არსებულ აქტუალურ თემებზე იმსჯელეს.

 სტუდიის დღევანდელი სტუმრები კი პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი, ეკა ბესელია და ბექა ბასილაია იყვნენ, რომელიც 19 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

„მთავარი სათქმელი არის სამართლიანობა, რაც ყველას გვაწუხებს, სამართლიანობის დეფიციტი, უსამართლობის განცდა, უთანასწორობა და ადამიანის ღირსების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ფეხქვეშ გათელვა. მე მგონი, ეს ის თემაა, რომელიც ყველაფერს იტევს და ბევრი გვაქვს, ალბათ, სალაპარაკო და შეიძლება არ არის შემთხვევითი, რომ დღევანდელ დღეს დაემთხვა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები