„ქარელზე მე რომ კომენტარი გავაკეთო, ოქრუაშვილი არ უნდა ვიყო, გამოშტერებულიშვილი უნდა ვიყო,“ - ასე ეხმაურება ირაკლი ოქრუაშვილი ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ქარელის განცხადებას.
საქმე ეხება ქარელის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ჰყავდა დაქირავებული ადამიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვარჯიშობდა იმაში, რომ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გაეყალბებინა.
ოქრუაშვილი არაადეკვატურად აფასებს ხელისუფლების ქმედებებს, რომელიც მის წინააღმდეგ არის მიმართული.
„არაადეკვატურები რომ არიან, ეს საყოველთაო ცნობილია. ჭადრაკს ვეთამაშებით და ისინი სამკარტიან დურაკას გვეთამაშებიან ყველას. არიან თუ არა შეწუხებულები ვერ გეტყვით,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.