19 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
შეუძლებელია, ადგეს და პირდაპირ გადაცემების დახურვით დაიწყოს, ეს იქნება მცდელობები ნაბიჯ-ნაბიჯ სხვადასხვა მხრიდან შევიწროვდეთ - მშვენიერაძე

„ამ ხელისუფლებას როცა ვუყურებ, მრჩება განცდა, რომ ჩინური ანდაზა რომ არის - ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენო, ესენი ვერ სწავლობენ სხვების შეცდომებზე,“ - ეს განცხადება „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ გააკეთა.

მშვენიერაძე ამბობს, რომ საქართველოში მედიას არა როგორც ბიზნესს, არამედ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, ისე განიხილავენ.

„ამ ხელისუფლებას როცა ვუყურებ, მრჩება განცდა, რომ ჩინური ანდაზა რომ არის, ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენო, ესენი ვერ სწავლობენ სხვების შეცდომებზე, იმიტომ, რომ ეს გზა გაიარეს სხვებმაც ამ ქვეყანაში, უბრალოდ, დინამიკაში რასაც ვხედავთ მსგავს შეცდომებს ესენიც იმეორებენ და მათ შორის, ბრძოლა, რომელიც დაიწყო "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ, კარგად უნდა გვახსოვდეს, რატომ დაიწყო, მე არ ვთვლი, რომ იყო ბრძოლა ბიზნესისთვის, რომელშიც ქიბარ ხალვაში საკუთარი ბიზნესის დაბრუნებისთვის იბრძოდა და ახლა მან მოიპოვა საკუთრებითი უფლებები "რუსთავი 2-ზე", მისი მიზანი არის დიდი მოგების მიღება ტელეკომპანია "რუსთავი 2-დან“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

მშვენიერაძის თქმით, ამ ეტაპზე სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა წარმოადგენს ხელისუფლების მთავარ მიზანს.

მშვენიერაძე ამბობს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ეტაპობრივად განხორციელდება. ის იმ მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს, რომელსაც ახალი მენეჯმენტი, თავდაპირველად, განახორციელებს. 

"მე მოლოდინი მაქვს, რომ ერთიანად ვერაფერს ვერ იზამს, შეუძლებელია, ადგეს და პირდაპირ გადაცემების დახურვით დაიწყოს, ეს იქნება მცდელობები ნაბიჯ-ნაბიჯ სხვადასხვა მხრიდან შევიწროვდეთ, ეს იქნება ფინანსური მენეჯერის შეცვლა, სხვადასხვა ადმინსიტრაციული თანამშრომლების შეცვლა, გარკვეული ინფრასტრუქტურული გადაადგილებები, ასეთი პრობლემების შექმნა, რომელიც ტექნიკურ პრობლემებში წამოყოფს თავიდან თავს, მერე გაჩნდება ახალი თანაშრომლების მიღების საჭიროება, რომელიც ნბუნებრივი პროცესია როტაციის, რაშიც თქვენ ვერ მიიღებთ მონაწილეობას არსებითს, მიიღებს მენეჯმენტი და ერთი წლის ტავზე, შეიძლება აღმოაჩინოთ ყველამ, რომ ისე თვალსა და ხელს შუა შეიცვალა ყველაფერი, რომ ვერ ხვდებოდით, ერთ წელს პირობითად ვამბობ," - განაცხადა მშვენიერაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები