26 აპრილი 2024,   04:57
ვრცლად
ოქრუაშვილის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს - მოსარჩელე მხარე ქიბარ ხალვაშის ქონების დაყადაღებას ითხოვს

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლის მიხედვითაც, ქიბარ ხალვაშის და შპს „პანორამას“ ქონებას ყადაღა არ დაედო, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ოქრუაშვილის ინტერესების დამცველმა "კურიერს" განუცხადა. მისი თქმით, სასამართლომ განმარტა, რომ განაცხადი ყადაღის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარეს სარჩელთან ერთად უნდა წარედგინა, რაც არასწორია.

„ვასაჩივრებთ სასამართლოს განჩინებას, რომლითაც გვეთქვა უარი ჩვენ მიერ შეტანილ განცხადებაზე, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის თაობაზე. ანუ სასამართლოს განჩინებით არ დაედო ყადაღა ქიბარ ხალვაშის და შპს "პანორამას" ქონებას, იმ მიზეზის გამო, რომ სასამართლომ გვითხრა, რომ განცხადება უნდა წარგვედგინა სარჩელთან ერთად. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კი ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი იყოს სარჩელის აღძვრამდეც თუ არსებობს ამის გადაუდებელი აუცილებლობა,” - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ზედელაშვილმა.  

დღის ამბები