19 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას ბიზნესზე ზეწოლისთვის - ნათია თურნავა TBC ბანკის საქმეზე

ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას ბიზნესზე ზეწოლისთვის - ამის შესახებ განცხადება TBC  ბანკის საქმეზე ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. ნათია თურნავას განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურ კონტექსტს არ უკავშირდება.

„ყველანი ვართ თანაბარი კანონის წინაშე, იქნება ეს საჯარო მოხელე, მთავრობის წევრი, ბიზნესის წარმომადგენელი, აბსოლუტურად რიგითი მოქალაქე. ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, არ იყენებს სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის. ეს ჩვენი ხელწერა არ გახლავთ. გამოძიება დაწყებულია არის ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ბატონმა მამუკამ გააკეთა განაცხადი თავის პოლიტიკაში მოსვლის გეგმებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მათ ოფიციალურად ბრალს დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები