19 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
ძალიან უხამსი განცხადებები მოვისმინეთ ჩვენ მისი მხრიდან - ოხანაშვილი ბესელიას განცხადებას აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ვანო ზარდიაშილს კორუფციაში ადანაშაულებს. ოხანაშვილი ამბობს, რომ საზოგადოების აზრით, ბესელია თავად არის კორუფციული სქემების მონაწილე. მმართველი გუნდის წევრის განცხადებით, ბესელია მორალურ პრინციპებს მოკლებულია და, შესაბამისად, მის განცხადებებსაც სერიოზულად ვერ მოეკიდება.

ოხანაშვილის თქმით, ეთიკის საბჭომაც სწორედ ბესელიას საკითხზე უნდა იმსჯელოს  და არა ზარდიაშვილის, როგორც ამას თავად ბესელია აცხადებს.

„მოდით, ახლა თემას ნუ ვაბრუნებთ. თემა არის ასეთი, ეკა ბესელიას მიმართ დაისვა კონკრეტული საკითხები, რომ საზოგადოებაში და საზოგადოების განწყობა და ნეგატიური დამოკიდებულება მის შესაძლო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით. ეკა ბესელიამ შეიძლება იმდენ რამეზე ისაუბროს, ადამიანი, რომელიც გასულია ზღვარს, როგორც პოლიტიკური ჩარჩოებიდან, ასევე მორალური პრინციპებიდან, ძნელია პასუხი მოსთხოვო და სერიოზულად მოეკიდო ამ განცხადებებს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან უხამსი განცხადებები მოვისმინეთ ჩვენ მისი მხრიდან და განსაკუთრებით ბოლო დროს, პიროვნული პირადი შეურაცხყოფა. თუკი, ვინმეს საკითხი უნდა დადგეს ეთიკის საბჭოზე მსჯელობის, მე ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, ამ ადამიანის საკითხი უნდა დადგეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები