05 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
ირაკლი შენგელიამ სასამართლო სისტემა გადააქცია ოჯახურ ბიზნესად - ჯანეზაშვილი ნეპოტიზმის ფაქტებზე საუბრობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები გრძელდება. არამოსამართლე წევრები კვლავ პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. ნაზი ჯანეზაშვილი ერთ-ერთ კანდიდატს, ლევან თევზაძეს ე.წ. კლანთან დაახლოებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის მათთან შეთანხმებით მოქმედებს.
ჯანეზაშვილის განმარტებით, თევზაძე საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა, რომელიც კონკურსანტებთან გასაუბრებაში მონაწილეობს.

ნაზი ჯანეზაშვილი-ის სურათის შედეგი„ირაკლი შენგელია სასამართლო სისტემაში არის ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი პირი. ეს საბჭოს სხდომებიდანაც ძალიან კარგად ჩანს, მაგრამ თქვენ ხედავთ რომ ირაკლი შენგელიამ სასამართლო სისტემა გადააქცია ოჯახურ ბიზნესად. ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ გასაუბრებაზე კანდიდატად გამოვიდა ლევან თევზაძე, რომელიც მისი ნათესავია და აცილების საკითხი არ დაუყენებია და შეკითხვაც არ დაუსვამს. ეს რა სტანდარტია, ჩემთვის ძალიან გაუგებარია. ასევე, დღესვე მან აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ანუ ლევან თევზაძის და ასევე მუშაობს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში. ასევე ირაკლი შენგელიას დიშვილი მუშაობს საქალაქო სასამართლოში. აი, ეს ყველაფერი საერთო ჯამში, ნათესაური კავშირები, რომელიც ძალიან ცალსახაა, რომ მან ოჯახურ ბიზნესად აქცია სასამართლო სისტემა მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან სერიოზული პრობლემააა სისტემაში. კლანური მმართველობის გარდა, სახეზეა ნეპოტიზმი, სახეზეა ქრონიზმი. ყველას შეუძლია გამოიცნოს, ვინ იქნება 20 კაციან სიაში,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ლევან თევზაძე კი აცხადებს, რომ ირაკლი შენგელიამ განმარტებები უკვე გააკეთა. მისი თქმით, კანონი მას არ ზღუდავს, მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში.

ლევან თევზაძე-ის სურათის შედეგი„ირაკლი შენგელიამ გააკეთა განმარტება რომ არც ერთი კანონის შესაბამისი მუხლი, არც ერთი ჩანაწერი არ ირღვევა მისი ამ პროცესში მონაწილეობით . მას დღეს კითხვები არ დაუსვამს ჩემთვის. კლანის ორმაგი შეფასება შეიძლება. თუ ცუდი კონტექსტით არის დასმული რა თქმა უნდა არც წარმოვიდგენ მე კლანის წევრად თავს. მაგრამ თუ კონტექსტი არის დასმული რომ სასამართლო სისტემაში მუშაობენ ადამიანები და მათშორის მე ვთვლი იმ ადამიანად თავს, რომელიც ვფიქრობ, რომ მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებლად , მიუკერძოებლად, სამართლიანად, ყოველგვარი რაღაც ცუდი ზრახვების გარეშე,“-განაცხადა ლევან თევზაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები