"ევროპული საქართველო” ხელისუფლებისგან განმარტებებს ელოდება. საქმე ეხება ლევან ვასაძისთვის პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტის - 600 ათასი ლარის გადახდას. გიორგი კანდელაკის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამა ბიუჯეტიდან ფინანსდება და მიუღებელია გადასახადების გადამხდელების ფულით რუსული ინტერესების მქონე მილიონერის დაფინანსება.
"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფომ ღიად პრორუსული, ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერის, ლევან ვასაძის ბიზნესი დააფინანსა 600 ათასი ლარით. აჩუქა მას 600 ათასი ლარი. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი შედგება, როგორც მდიდრების, ასევე ღარიბი მოქალაქეების და წვრილი ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადებისგან. მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება და მოვითხოვთ ამ განმარტებას, რატომ არის აუცილებელია, რომ ღარიბების ფულით დავაფინანსოთ მდიდრები. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბატონი ვასაძე გარდა იმისა, რომ არის საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგე, ასევე არის მულტიმილიონერი. ეს ხომ უსამართლოა, როცა ღარიბების მიერ გადახდილი ფულით ჩვენ ვაძლევთ მულტიმილიონერ ლევან ვასაძეს,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.