ეკა ბესელიასთან კორუფციულ გარიგებებზე კითხვები არავის ჰქონია - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი და ბესელიას თანაგუნდელი გედევან ფოფხაძე.
მისი თქმით, ერთადერთი კითხვა პოლიტპატიმრების სიასთან დაკავშირებით არსებობდა, თუმცა ფოფხაძის თქმით, ამ კითხვას პასუხი მაშინ უმრავლესობის ყველა დეპუტატმა გასცა და არ შეიძლება პასუხისმგებლობა მხოლოდ ეკა ბესელიას დაეკისროს.
„არ არსებობს უმრავლესობის ასეთი სხდომა, რომელზეც ეკა ბესელიას ვინმემ კორუფციასთან დაკავშირებით რამე პრეტენზია წაუყენა. ასეთი უმრავლესობის სხდომა არ ყოფილა და არავის არაფერი მსგავსი არ უთქვამს, ერთადერთი რაც მე მახსოვს, უმრავლესობის სხდომებზე პრეტენზია, ეს იყო სოფო კილაძის მხრიდან პოლიტპატიმრების სიასთან დაკავშირებით, რასაც მაშინვე უმრავლესობამ გასცა მას პასუხი. იმიტომ, რომ ყველას, უმრავლესობის ყველა წევრს გვაქვს მიცემული ხმა პოლიტპატიმრების სიაზე, შესაბამისად, არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს, თუ რაიმე ვინმეს იმ სიაში ვინმეს არ მოსწონს, ერთ კონკრეტულ დეპუტატს,” - განაცხადა ფოფხაძემ.