8 თვიანი მოუცლელობის შემდეგ ქიბარ ხალვაში დღეს ექსპერტიზაზე მივიდა. სამხარაულის ბიურომ ახლა უნდა დაადგინოს, ნამდვილად ქიბარ ხალავშს ეკუთნის თუ არა ხელმოწერა დოკუმენტზე, სადაც ის აღიარებს, რომ “რუსთავი 2“ მისი არასდროს ყოფილა და კომპანიიის ყიდვის დროს ირაკლი ოქრუაშვილის ნომინალური პირი იყო.
დავის მიზეზი ახლა ის შეთანხმებაა, რომელიც 2010 წლის 4 თებერვალს ბერლინში ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვშს შორის გაფორმდა. ამ შეთანხმების მიხედვით, „რუსთავი 2-თან" დაკავშირებით ხალვაშის მიერ დადებული ყველა გარიგება სრულად დააფინანსა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ხალვაშის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა გაასაჯაროვა, ყალბია. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ირაკლი ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ ხალვაშმა მის თვალწინ მოაწერა ხელი დოკუმენტს, სადაც აღიარებს, რომ „რუსთავი 2“ მისი არასდროს ყოფილა. ამის დასამტკიცებლად ოქრუაშვილი სამი ექსპერტიზის დასკვნას იშველიებს. ადვოკატ გია ზედელაშვილის განცხადებით, ის დოკუმენტიც ავთენტურია თავის ხელმოწერებით, რომელიც ფრანგმა და ქართველმა ექსპერტებმა შესადარებლად გამოიყენეს.
ექსპერტიზის დასკვნა ერთ თვეში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში თუ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო არ დაადასტურებს ხელმოწერის ნამდვილობას, ირაკლი ოქრუაშვილი კომისიური ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.