შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის სახლთან აქცია იმართება. შეკრებილები საყვირებით იმყოფებიან და მეგაფონის მეშვეობით სიტყვით გამოდიან. შეკრებილები აცხადებენ, რომ უტიაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი სტატუსის გამო, რომელიც აგვისტოს ომს შეეხებოდა.
„შოთა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადე,“ - ისმის ამ შინაარსის შეძახილები უტიშვილის სახლთან.
ამ აქციასთან დაკავშირებით ეკა კვესიტაძემ, რომელიც უტიაშვილის მეუღლეა, სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და შსს-ს ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaახლავე მოაშორეთ ჩემი სახლიდან ყანდიაშვილის შავ-ბნელი რაზმი, რომლებმა ლანძღვა -გინების კორიანტელი დააყენეს და ბაშვები შემიშინეს. ფსკერს ნუ ხვრიტავთ #სირცხვილია პატრული გამოძახებული მყავს და როგორ რეაგირებს მოახდენთ ახლა დაგაკვირდებით,“ - წერს კვესიტაძე.
ამას გარდა, ეკა კვესიტაძემ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს რეაგირებისკენ მოუწოდა. ასევე, "რუსთავი 2-ის" ტელეწამყვანი და ჟურნალისტი დიპლომატიური კორპუსი საქმის კურსში ჩაყენებას ითხოვს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, აქციას განიხილავს, როგორც ხელისუფლების ზეწოლას მის, როგორც "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის მიმართ.
„მეგობრებო, რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, პირდაპირ განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას ჩემი, რუსთავი 2ის ჟურნალისტის მისამართით- საერთოდ არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს რუსთავი 2-ში დარჩენასთან - თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს ძალიან ცდება. გთხოვთ მოახდინოთ რეაგირება Eka Gigauri Mikheil Benidze Giorgi Mshvenieradze და განსაკუთრებით სახალხო დამცველს Nino Lomjaria გთხოვ შეატყობინე ელჩებს Nino Nakashidze გთხოვ შეატყობინო ყველა საელჩო,“ - წერს ეკა კვესიტაძე.