19 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
თუ ჩემი დაცვის წევრს არ გაათავისუფლებენ 19 აგვისტომდე, როდესაც მისი შვილის წლისთავია, ივანიშვილს ცხელი შემოდგომა ექნება - ოქრუაშვილი

ჩემი დაცვის წევრის, კობა კოშაძის დაკავება იყო პოლიტიკური, რომელიც ემსახურებოდა ერთ მიზანს, მოეხდინათ ზეწოლა ჩემზე - ამის შესახებ განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა გაკეთა. ოქრუაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით სარჩელი განსახილველად არ მიიღო, რაც პირდაპირ ხელისუფლების ინტერესზე მიანიშნებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და კოშაძის გასათავისუფლებლად ვადას 19 აგვისტომდე, კობა კოშაძის გარდაცვლილი შვილის წლისთავამდე აძლევს.

„გუშინ გვიან სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა მის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რომ შეეცვალათ მისთვის პატიმრობა. საერთოდ განუხილველად დატოვა და ნაცვლად იმისა, რომ  განეხილა და უარი ეთქვათ, თუნდაც ფასადურად, საჩივარი არც მიიღო. ეს უკვე აშკარად მიუთითებს ხელისუფლების ჩარევაზე ამ პროცესში და ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, რომ მისი დაკავება, კობა კოშაძის დაკავება იყო პოლიტიკური, რომელიც ემსახურებოდა ერთ მიზანს, მოეხდინათ ზეწოლა ჩემზე. თუ კობა კოშაძეს არ გაათავისუფლებენ, დაახლოებით, ულტიმატუმის სახით არ მინდა გამომივიდეს, 19 აგვისტომდე, როდესაც მისი შვილის წლისთავია და ყოველთვის მეგობრები ვიკრიბებით, რომ მის საფლავზე გავიდეთ, ძალიან მძიმე და ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება ივანიშვილს,“- განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

დღის ამბები