ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ აიყვანეს.
"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი "რუსთავი 2-ში", გადაცემა "ვანოს შოუში" იმყოფებოდა. სამაუწყებლო კომპანიიდან წასვლის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.