19 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
„ჩაატარეს სადამსჯელო სპეცოპერაცია" - ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას მისი თანაგუნდელები პოლიტიკურ დევნად აფასებენ

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას მისი თანაგუნდელები პოლიტიკურ დევნად აფასებენ. „გამარჯვებული საქართველოს“ წევრების თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით დააკავეს, რადგან ბოლო პერიოდში, ის გააქტიურდა.

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, კოტე კემულარია ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ.

„ჩაატარეს სადამსჯელო სპეცოპერაცია, ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციური პარტიის ლიდერი, იმ ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც კრეფდა ქულებს და რომელიც ყველაზე მეტად ბოლო დროს ნერვებს უშლიდა ეტყობა, ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, ის სისხლი, რაც თქვენ გაცხიათ ხელებზე და თქვენს გუნდს, ამჯერად, ვერ ჩამოირეცხება ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერით. არანაირი მტკიცებულება ამის არ აქვთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს რამე ჰქონდა დაორგანიზებული, იქ ყველა ერთნაირად ვიდექით და ყველა ერთად ვმონაწილეობდით ამაში, რასაც ისინი არქმევენ ჯგუფურ ძალადობას. მაშინ, ათასობით ადამიანმა, ყველამ უნდა ვაგოთ ამაზე პასუხი,“ - განაცხადა კემულარიამ.

პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი, გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოქრუაშვილის დაკავებით სერიოზული შეცდომა დაუშვა. სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ოქრუაშვილის გარდა, კიდევ სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც დააკავონ.

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები