„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ივანიშვილის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაგრძელებას აანონსებს.
ხათუნა სამნიძის თქმით, "რუსთავი 2-ზე" მიღებულმა გადაწყვეტილებამ ივანიშვილს ზურგი გაუმაგრა და ის რეპრესიებს აგრძელებს.
„ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, რომ ჩამწკრივდა მთელი პარლამენტი და იმუნიტეტის მოხსნაზე დათანხმდა თავისი გამოსვლებით, როდესაც მარტო იჯდა ნიკა მელია იმ დღიდან მოყოლებული ძალიან კარგად ჩანდა, რომ ივანიშვილი აპირებდა პოლიტიკურ დევნას იმ ადამიანების, ვინც მის აზრზე არ არის და მას ეწინააღმდეგება. როგორც ჩანს, "რუსთავი 2 -ის" თაობაზე გადაწყვეტილებამ მას ზურგი გაუმაგრა იმ თვალსაზრისით, რომ ის გააგრძელებს ამ რეპრესიებს, ის გააგრძელებს პოლიტიკოსების დევნას და ის არ მოერიდება ისეთ ნაბიჯებსაც კი რომელსაც ჩვენ ალბათ ვერც წარმოვიდგენთ,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.