ოქრუაშვილის თანაგუნდელები ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე მის გააქტიურებას უკავშირებენ. "გამარჯვებული საქართველოს" წევრები დილიდან საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებთან გეგმავენ შეხვედრას. ისინი მოძრაობის ლიდერის მიმართ მიზანმიმართულ და დაგეგმილ შურისძიებაზე საუბრობენ.
"კადრები, რომელიც გაავრცელა პროკურატურამ, ეს არის საბაბი მისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიკმაყოფილოს თავისი ავადმყოფური ამბიციები და შიშები და ყველაზე მთავარი არია "რუსთავი 2." რა თქმა უდნა გუშინ ქიბარ ხალვაში მიაბრძანეს და ძალიან კარგად იციან, რომ ხელმოწერა არის ნამდვილი და უკვე დაიწყეს ის, რაც გააკეთეს, შეეცდებიან რომ ოქრუაშვილი დააშინონ," - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გურამ ჩალაგაშვილი.
"რუსთავი 2"-ის საქმეზე ამახვილებს ყურადღებას "გამარჯვებული საქართველოს” კიდევ ერთი დამფუძნებელი, მაკა რეხვიაშვილი და ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებით, ქვეყანაში კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება.
"რა თქმა უდნა მთავარი მომენტი არის ორი ამ ყველაფერში - პირველი, ეს არის ირაკლი ოქრუაშვილის შეურიგებლობა ივანიშვილის დამღუპველი პოლიტიკისადმი, ამას ყველა ვხედავთ და მეორე და მთავარი, ეს არის "რუსთავი 2"-ის საქმე. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ რა არის მიზეზი მთავარი და ამით პოლიტიკური კრიზისი საქართველოში უფრო გამწვავდება,"-აცხადებს ანა რეხვიაშვილი.