სტიქია სვანეთში - მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი სატელევიზიო კომენტარს გაურბის. მიუხედავად იმისა, რომ „კურიერის“ ჟურნალისტს, კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვედრასა და ინტერვიუზე შეუთანხმდა, შეხვედრის დროს მან მომხდარზე საუბარი გადაიფიქრა და მანქანით წავიდა.
მან ჟურნალისტს კითხვაზე, რომ ის იყო ჰესის მშენებლობის მომხრე, აღნიშნული კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ჰესმა გადაარჩინა მესტია,“ - მიაძახა ჟურნალისტს მესტიის მერმა მიმავალი მანქანიდან.
შეგახსენებთ, რომ სვანეთი და ჭალაადის ხეობა ისევ სტიქიური უბედურების ზონაა. სტიქიამ ჭალაადის ჰესი მთლიანად გაანადგურა. თითქმის, 70-მილიონიანი პროექტი წყალმა წაიღო.
გარესამყაროს ამ დრომდე მოწყვეტილია მესტიის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი, მოსახლეობა კვლავაც საფრთხის წინაშე და დახმარებას ითხოვს.