19 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
"20 ივნისს მე იქ ვიყავი, გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე" - დავით დვალი

"20 ივნისს მე იქ ვიყავი, გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე," - ეს განცხადება პარლამენტში დავით დვალმა გააკეთა.

ამ წუთებში "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები პარლამენტში დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.

დავით დვალმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ, ის შს მინისტრის გადადგომას ითხოვს.

„სამწუხაროდ, ამ წუთას ტრიბუნა მაქვს მხოლოდ ჩემი ფბ გვერდი და შემიძლია გითხრათ, რომ 20 ივნისს მე იქ ვიყავი, გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე და კიდევ უფრო. დარწმუნებული ვარ მაგაში, რომ უნდა გადადგეს,“ - ამბობს დვალი.

დღის ამბები