„ქიბარ ხალვაშის ინიციატივა იყო ამ ხალხთან ურთიერთობა,“ - ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გააკეთა.
სალია ქიბარ ხალვაშისა და აქიმიძე-დვალის შეხვედრას ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რამდენ ხანში ისაუბრებენ მხარეები "რუსთავი 2"-ის წლებთან დაკავშირებით.
სალიას თქმით, ის უკვე ესაუბრა ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს, თუმცა, მათ პირდაპირი კომუნიკაცია ქიბარ ხალვაშთან ამ დროისთვის არ ჰქონიათ.
„ქიბარ ხალვაშის ინიციატივა იყო ამ ხალხთან ურთიერთობა მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგები გავიგეთ და დავარეგისტრირეთ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება. მან გახსოვთ, რომ განცხადება გააკეთა, რომ ვაპირებთ ამ ადამიანებთან კომუნიკაციას. შესაბამისად, პირველი რიგის ამოცანები, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი იყო კომპანიაში, როგორც მომეცა საშუალება, მე მათ დავურეკე და ვესაუბრე, შევხვდით, ძალიან მეგობრულად, კარგ გარემოში და ვაგრძელებთ ჩვენ საუბარს, ჩვენ კომუნიკაცია არ გვიჭირს და არანაირი პრობლემა არ არის. რაიმე კონკრეტიკაზე თავს შევიკავებ ვისაუბრო, ალბათ, როცა იქნება მიღებული გადაწყვეტილება, სამივენი იტყვიან თვითონ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე,“ - განაცხადა პაატა სალიამ.
დღეს, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განაცხადეს, რომ ქიბარ ხალვაშს, სავარაუდოდ, კვირას შეხვდებიან.