19 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
შელოცვას ჰგავს ის ფრაზა, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება, იმიტომ, რომ არ მჯერა ერთი წამით მაგის, - დვალი

„შელოცვას ჰგავს ის ფრაზა, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება, იმიტომ, რომ არ მჯერა ერთი წამით მაგის, რომ არ შეიცვლება,“ - ეს განცხადება „რუსთავი 2"-ის დამფუძნებელმა, დავით დვალმა გააკეთა.

დავით დვალის თქმით, სარედაქციო პოლიტიკა "რუსთავი 2"-ში უნდა შეიცვალოს, რადგან ტაბუ გარკვეულ თემებზე უნდა მოიხსნას.

„შეიძლება ხმამაღლა ვთქვა და ვიღაცას ყური მოსჭრას, მაგრამ მე მაინც ვიტყვი ამას, არ მეშინია. რაღაც შელოცვას ჰგავს ის ფრაზა, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება, იმიტომ, რომ არ მჯერა ერთი წამით მაგის, რომ არ შეიცვლება. სარედაქციო პოლიტიკა შესაცვლელია, რა თქმა უნდა, შესაცვლელია იმ მხრივ, რომ ტაბუები უნდა აეხსნას რაღაც თემებს, რომელიც სამწუხაროდ, იმის გამო, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ზეგავლენის ქვეშ არის და ის მფლობელი სადღაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის უკან იკარგება, ის თემები და მათგან წამოსული დღის განრიგიც მოიხსნას და ტელევიზია უნდა იყოს მართლა თავისუფალი,“ - განაცხადა დავით დვალმა.

ამას გარდა, დავით დვალმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს, რადგან სწორედ ახლა წყდება ქვეყნის საგარეო კურსის ბედი.

„მგონია, რომ ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ქვეყნის მომავლისთვის. მგონი, ზუსტად ის მომენტი დგება, სადაც გაირკვევა ჩვენი ბედკრული სამშობლო განაგრძობს პროდასავლურ სვლას თუ ისევ ის ჯოჯოხეთი მომავალი ელის, საიდანაც ამდენი ხანი ცდილობს, რომ ამოვიდეს,“ - განაცხადა დვალმა.

დღის ამბები