19 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
დისკრეტიდირებული პერსონა ხელისუფლების მოქმედებამ ჩიხური მდგომაროებიდან გამოიყვანა - ნარჩემაშვილი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმაურება

"დისკრეტიდირებული პერსონა ხელისუფლების ამ მოქმედებამ გამოიყვანა მისთვის ჩიხური მდგომაროებიდან,“ - ასე გამოეხმაურა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი მიიჩნევს, რომ ამ საქმეს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სარჩულიც აქვს.

„ოქრუაშვილთან მიმართებაში, ვთვლი, რომ ეს ადამიანი საკუთარი თავის წინააღმდეგ სერიოზულად იბრძოდა და მე მგონი, ხელისუფლებამ ძალიან კარგ მდგომარეობაში აღმოაჩინა, პოლიტიკურად ვამბობ, სამართლებრივად არ ვიცი, რა არგუმენტებია, პოლიტიკურად, მაგალითად, პრინციპში დისკრეტიდირებული პერსონა ხელისუფლების ამ მოქმედებამ გამოიყვანა მისთვის ჩიხური მდგომაროებიდან. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას იმ ადამიანებს ვაკისრებ, რომლებიც რჩებიან ხოლმე პასუხისმგებელნი ასეთი რაღაცების კეთებისთვის. ამ საკითხს აქვს, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური ასპექტი,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები