19 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
გავრილოვის ღამის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან კუდიანებზე ნადირობა, ხელმეორედ თვალების დათხრას ნიშნავს - უგულავა

„გავრილოვის ღამის“  შემდეგ ხელისუფლების მხრიდან კუდიანებზე ნადირობა, მითუმეტეს იმ მუხლებით,  რითაც ხორციელდება დაჭერები, მაშინ, როდესაც გახარია თანამდებობაზეა და არაა პასუხისგებაში მიცემული, ეს ხელმეორედ თვალების დათხრას ნიშნავს. ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა. უგულავა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და ის გარემოებები ჩამოთვალა, რის გამოც მისი აზრით, ხელისუფლება უნდა წავიდეს.

„როცა 20 ივნისის ტრაგედიის ისრების შებრუნება ხდება  ოპოზიციისა და გაბრაზებული, თუნდაც ზღვარგადასული მოქალაქეებისკენ, ეს ხელმეორედ თვალების დათხრას ნიშნავს. გავრილოვის ღამის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან კუდიანებზე ნადირობა, მითუმეტეს იმ მუხლებით,  რითაც ხორციელდება დაჭერები, მაშინ, როდესაც გახარია თანამდებობაზეა და არაა პასუხისგებაში მიცემული, ეს ხელმეორედ თვალების დათხრას ნიშნავს. მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ თავის მომხრეთათვის პოლიციასთან ურთიერთობის უმდაბლესი სტანდარტი დააწესა და ეს ჩვენ ვნახეთ, ხოლო ოპონენტებისთვის უმკაცრეს, ესეც თავიდან თვალების დათხრას ნიშნავს. მანამ, სანამ არ ვიცით, ვინ ესროლა მაკო გომურს, გიორგი სულაშვილს და სხვებს, მანამდე ყველაფერი ეს ხელმეორედ თვალების დათხრას ნიშნავს. ამიტომ, გახარია წადი და ივანიშვილი ზედ მიჰყევი,“- განაცხადა უგულავამ.

დღის ამბები