19 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
ანა დოლიძის თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მოსამართლეს ე.წ. კლანი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს

ანა დოლიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ ბრალის წაყენებას ეხმაურება. ანა დოლიძის თქმით, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს, რომელმაც "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების საქმე უნდა განიხილოს, სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს. 

დოლიძე განმარტავს, რომ ჩახნაშვილი 9 ივლისს კონკურსის გარეშე თელავიდან თბილისში გადმოიყვანეს. დოლიძის შეფასებით, იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა გადალაგებას კლანის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს, რადგან მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს მათთვის სასურველი კოლეგების შემოკრება სურს.

„მისი კომპეტენციის შემოწმების გარეშე დაეწერა ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიკურად სენსიტიური საქმე. კონკურსის გარეშე გადმოყვანები ასეთი მასობრივი სახით - მაშინვე ვთქვი მე, რომ სვამდა საკითხს, ხომ არ იყო ეს იმ ხალხის გადმოყვანა საჭირო ადგილებზე, რომელიც სჭირდებოდა ამ კლანს და საბოლოო ჯამში ხელისუფლებას,“ - განაცხადა დოლიძემ.

დღის ამბები